TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოლოს იუვენტუსში ტრანსფერის შანსი სულ უფრო მცირდება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანის იუვენტუსში გადასვლის შანსები იკლებს.

წყაროს ცნობით, პსჟ ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვს, იუვენტუსი კი 40 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არც კი განიხილავს.

კოლო მუანიმ გასული სეზონი პრემიერ ლიგაში 1 გატანილი გოლით დაასრულა და იუვენტუსი მიიჩნევს, რომ 40 მილიონ ევროზე მეტის მოთხოვნა მასში სრული აბსურდია. ტურინული გრანდი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, თუმცა ამ მომენტისთვის გუნდებს შორის შეთანხმება რთულად წარმოსადგენია.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).

0 0 votes
Article Rating
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Oldest
Newest Most Voted
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x