იუვე დევიდის იჯარით გაშვებას არ განიხილავს
იუვენტუსს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯონათან დევიდის გასხვისება უნდა, მაგრამ გუნდი მის იჯარას არ განიხილავს.
La Repubblica-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, კანადელი ფორვარდი 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს, რითიც გუნდი კაპიტალის მნიშვნელოვან ზრდას მიიღებს, რადგან დევიდი იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
თუ ტურინულმა გრანდმა შესაბამისი წინადადება არ მიიღო, დევიდი იუვენტუსში დარჩება, თუმცა ის ლუჩიანო სპალეტისთვის სასტარტო შემადგენლობის წევრად არ მოიაზრება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
