ვილა მზად არის, მარტინესის ფასი კიდევ შეამციროს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის მოლაპარაკებები განახლდა.
წყაროს ცნობით, ინგლისელები მზად არიან, დიბუ მარტინესის ფასი კიდევ უფრო შეამცირონ.
ასტონ ვილა გარანტირებულად 7 მილიონი ევროს მიღებას ითხოვს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება და სრული თანხა 10 მილიონამდე გაიზრდება.
იუვენტუსსა და დიბუს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია და არგენტინელი ასტონ ვილას მწვანე შუქის მოლოდინშია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
