იუვე მარტინესის წარმომადგენელს შეხვდა
როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს იუვენტუსის ხელმძღვანელობასა და დიბუ მარტინესის წარმომადგენელს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.
ტურინულმა გრანდმა არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ არსებული ინტერესი დაადასტურა, თუმცა იუვე ასტონ ვილას მიერ მოთხოვნილი 15 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.
თუ ინგლისური გუნდი ამ თანხის 7-8 მილიონ ევრომდე შემცირებას არ დათანხმდება, იუვენტუსი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
