ბალერდი იუვენტუსის სიაში დაბრუნდა
მარსელის მცველი ლეონარდო ბალერდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თუ იუვენტუსმა სასუოლოსთან ტარიკ მუჰარემოვიჩის ტრანსფერი ვერ შეათანხმა, ტურინული გრანდი მარსელის კაპიტანის გაფორმებას ეცდება.
იუვე 27 წლის მცველის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს, მისი ფასი დაახლოებით 15-20 მილიონია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
