გორეცკას გიჟური ფინანსური მოთხოვნები…
იუვენტუსმა ბოლო დღეებში ლეო გორეცკასთან მოლაპარაკებები განაახლა, მაგრამ გერმანელის ტურინულ გრანდში ხილვა რთულად წარმოსადგენია.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, გორეცკა, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლავთ, 3-წლიან კონტრაქტს, სეზონში 7 მილიონს და ერთჯერადი ბონუსის სახით 10 მილიონს ითხოვს.
იუვენტუსი 31 წლის ფეხბურთელის გასაფორმებლად ასეთი ინვესტიციის განხორციელებას არც კი განიხილავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
