ბრემერის გაფორმებას ტოტენჰემიც ეცდება
ბაიერნის შემდეგ, იუვენტუსის მცველის გლეისონ ბრემერის მიმართ ინტერესი ტოტენჰემმა გამოთქვა.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ინგლისური გუნდის რიგებში ბრაზილიელი მცველის ხილვა პირადად რობერტო დე ძერბის სურს და მათთვის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადახდა პრობლემა არ იქნება.
ბრემერის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, თუმცა თუ გუნდი მის გაყიდვას გადაწყვეტს, გლეისონი მიღებულ წინადადებებს განიხილავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
