იუვე ლუკუმის გასაფორმებლად გრძელ თამაშს თამაშობს…
იუვენტუსი ბოლონიას მცველის ჯონ ლუკუმის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა ეს არის ტრანსფერი, რომლის დახურვას ტურინული გრანდი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ეცდება.
ბოლონია ამ მომენტისთვის ლუკუმის გამოსასყიდი თანხის – 28 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს, თუმცა მისი მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს როსობლუს ამ თანხის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
ჯოვანი კარნევალიმ ლუკუმისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ტრანსფერზე თანხმობა მიიღო, ახლა იუვენტუსს ისღა დარჩენია, ბოლონიას პოზიციის შერბილებას დაელოდოს და ფეხბურთელის დაახლოებით 16-17 მილიონად გაფორმება სცადოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
