გატის იუვენტუსის დატოვება უნდა
იტალიური მედიის ცნობით, ფედერიკო გატი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის დატოვებას გეგმავს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, გატიმ იცის, რომ ის ლუჩიანო სპალეტის გუნდში ძირითადის წევრად არ მოიაზრება, რის გამოც მან შესაძლოა ნაკრებში ადგილი დაკარგოს, ამიტომ ფეხბურთელის აგენტი ახალი გუნდის ძებნას უკვე შეუდგა.
გატის მიმართ ამ მომენტისთვის ყველაზე დიდ ინტერესს მაქს ალეგრი და მისი ნაპოლი იჩენენ. იუვენტუსს იტალიელის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
