მარტინესის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
იუვენტუსი და ასტონ ვილა დიბუ მარტინესის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან.
SportMediaset-ის ცნობით, ინგლისელები არგენიტნელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 15 მილიონს ითხოვს, იუვენტუსი კი თავის მხრივ 34 წლის ფეხბურთელში 7-8 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.
მოლაპარაკებები გასულ დღეებში წინ ვერ მიიწევს და თუ ასტონ ვილამ პოზიცია არ შეიცვალა, ტურინული გრანდი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
