სპალეტი კიდევ ერთი ფორვარდის გაფორმება ითხოვს
იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის, თუმცა ტურინული გრანდი აქ გაჩერებას არ აპირებს.
La Stampa-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის გუნდში კლასიკური, მძიმე ცხრიანის ხილვა სურს და ჯოვანი კარნევალი პოტენციური კანდიდატების ძიებას უკვე შეუდგა.
იუვე შეტევის ხაზის გაძლიერებას სიტის მარმუშის, დორტმუნდის გირასის, მონაკოს ბალოგუნის ან სანდერლენდის ბრობეის ტრანსფერით ეცდება, თუმცა ამისთვის პირველ რიგში იუვენტუსს ოპენდას ან დავიდის გაშვება დასჭირდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
