იუვენტუსს რომერო შესთავაზეს
იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსს ტოტენჰემის მცველი კრისტან რომერო შესთავაზეს.
წყაროს ცნობით, 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი რობერტო დე ძერბის გეგმებში არ შედის და ლონდონური გუნდი მის გაყიდვას გეგმავს.
მომბლანოს თქმით, რომერო როგორც იუვენტუსს, ასევე სხვა რამდენიმე გუნდს შესთავაზეს. ამ მომენტისთვის იუვენტუსს რომეროს გასაფორმებლად საჭირო ფინანსები არ აქვს, ინტერი კი არგენტინელის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
