გატი ნაპოლის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება
რუდი გალეტის ინფორმაციით, ლაციო და ნაპოლი მარიო ხილას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ.
წყაროს ცნობით, ნაპოლიმ ესპანელ მცველთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, თუმცა გუნდებს შორის ფეხბურთელის ფასის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
თუ ნაპოლის ხილას გაფორმება არ გამოუვიდა, პარტენოპეი ესპანელის ერთ-ერთ ალტერნატივად იუვენტუსის მცველს ფედერიკო გატის მოიაზრებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
