TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ მატჩში შესაბამისად ჩართვა ვერ შევძელით, რაც ამ ეტაპზე ნორმალურია“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ნიურნბერგთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ მატჩში შესაბამისად ჩართვა, თამაშის ტემპის გაკონტროლება ვერ შევძელით. მეორე ტაიმის დასაწყისში გაცილებით კარგები ვიყავით და ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო, რაც თამაშის სცენარს შეცვლიდა, მაგრამ ეს ვერ შევძელით.

„ასეა თუ ისე, ჩვენ თავის გასამართლებელი ალიბის ძებნას არ ვაპირებთ. ეს სეზონის წინ პირველი მატჩია, ჩვენ ჯერ ფორმაში არ ვართ, ამიტომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

„რა ასპექტებში ველოდებოდი უკეთ თამაშს ? ჩვენ ბურთის კონტროლი გაცილებით უკეთ შეგვიძლია, უნდა ვიყოთ მეტად ორგანიზებულები, ვაიძულოთ მეტოქეს მეტი ენერგია დახარჯოს და შედეგად წარმოქმნილი სივრცეები გამოვიყენოთ. მეორე ტაიმის მიწურულს ჩვენ ზედმეტად წინ წავიწიეთ, მეტოქეს სივრცეები მივეცით და დავისაჯეთ კიდეც.

„პოზიტიური ასპექტები ? მეორე ტაიმის დასაწყისი. ჩვენი მიზანი დომინაცია და მეტოქისთვის მინიმალური თავისუფლების მიცემაა, რისი გაკეთებაც მეორე ტაიმის დასაწყისში შევძელით, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„ვეას პოზიცია ? ამ მომენტისთვის მე მას მეტად შემტევ ვინგერად ვხედავ, ვიდრე დაცვაში, თუმცა თუ სეზონის მსვლელობისას ჩვენ მისი დაცვაში თამაში დაგვჭირდება, ტიმოს ამის გაკეთება შეუძლია.“