იუვენტუსი ფროზინონეს კიპერის გაფორმებას ცდილობს
იუვენტუსი ფროზინონეს კარის დარაჯის ლორენცო პალმიზანის ტრანსფერით ინტერესდება.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს 22 წლის გაფორმება და შემდგომში მისი 1 წლით იჯარით გაშვება სურს.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა იტალიელის ტრანსფერი იუვენტუსს დაახლოებით 6 მილიონი ევრო დაუჯდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
