ბეშიქთაში არტურის ტრანსფერზე მუშაობს
ბეშიქთაში იუვენტუსის ნახევარმცველის არტურის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი გრემიოდან იუვენტუსში დაბრუნდა, თუმცა ის გუნდის გეგმებში არ შედის და ბიანკონერი არტურის საბოლოოდ გაყიდვას ცდილობს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, არტურის ერთ-ერთი მსურველი ბეშიქთაშია. მისი გუნდში ხილვა ვინჩენცო იტალიანოს სურს, იუვენტუსი ბრაზილიელის სანაცვლოდ 8-9 მილიონს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
