კელის იუვენტუსიდან წასვლა რეალური ხდება
ლოიდ კელის მიმართ ინგლისური გუნდების მხრიდან ინტერესი სულ უფრო იზრდება და დიდია ალბათობა, ინგლისელმა ტურინული გრანდის რიგები დატოვოს.
SportMediaset-ის ცნობით, კელის მიმართ ინტერესს ნიუკასლი, ლიდსი, ევერტონი და პრემიერ ლიგაში ახლად დაწინაურებული ქოვენთრი სიტი იჩენენ.
იუვენტუსი კელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს გადაიხდის. კელის გაყიდვა გუნდს მუჰარემოვიჩი-ლუკუმის დუეტის გაფორმებაში დაეხმარება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
