იუვე ამ მომენტისთვის მინგეზას ტრანსფერზე არ მუშაობს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, იუვენტუსი ამ მომენტისთვის ოსკარ მინგეზას ტრანსფერზე არ მუშაობს.
მინგეზა თავისუფალი აგენტია და მარჯვენა მცველს გასულ კვირებში იუვენტუსს აქტიურად უკავშირებდნენ.
მორეტოს თქმით, ამ მომენტისთვის ფეხბურთელის ტრანსფერზე კომო, ატალანტა და სანდერლენდი მუშაობენ, იუვენტუსს კი სხვა პრიორიტეტები აქვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
