იუვე ლუკუმის სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას არ გადაიხდის
იუვენტუსი ჯონ ლუკუმის მიმართ ინტერესს არ კარგავს, მაგრამ მისი გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს.
ლუკუმის მიმდინარე კონტრაქტი ბოლონიასთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და იუვენტუსი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან ბოლონიას კოლუმბიელი ფეხბურთელის შედარებით იაფად, დაახლოებით 19-20 მილიონ ევროდ გაყიდვა მოუწევს.
ლუკუმის კონტრაქტის მიხედვით, 27 წლის მცველის გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს 28 მილიონ ევროდ შეუძლია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
