TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰეისენს ინგლისში შაბათს ელოდებიან

დინ ჰეისენის ბორნმუთში ტრანსფერი შაბათს ოფიციალურად დადასტურდება.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ინგლისელებმა ესპანელი ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება სწორედ შაბათს ჩანიშნეს, რის შემდეგაც ის ბორნმუთის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

ბიანკონერი ჰეისენის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 18 მილიონ ევროს მიიღებს, ამის გარდა კი მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში იუვეს ანგარიში სრული თანხის 15-20 პროცენტით შეივსება.