იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის კოლო მუანის თაობაზე მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, გუნდსა და ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია და ახლა საერთო ენის გამონახვას გუნდები ცდილობენ.
პსჟ-სა და იუვენტუსს შორის ფინანსურ ასპექტებზე გარკვეული სხვაობა ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ტურინული გრანდი პოზიტიურად არის განწყობილი, რომ ტრანსფერს უახლოეს პერიოდში დახურავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
