TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არსენალი და ტოტენჰემი კიეზას ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

ბრიტანული მედიის ცნობით, არსენალი და ტოტენჰემი ფედერიკო კიეზას ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდებიან და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

კიეზა იუვენტუსის რიგებს დიდი ალბათობით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს და იტალიელ ფეხბურთელს მსურველები არ აკლია.

The Athletic-ის ცნობით, ლონდონური გუნდების ინტერესი კიეზას მიმართ დადასტურდა, მათ მოთხოვნილი 25-30 მილიონის გადახდა არ გაუჭირდებათ, ამიტომ საბოლოო არჩევანს თავად კიეზა გააკეთებს.

ფედერიკოს მიმართ ინტერესს ინარჩუნებს ნაპოლიც, მაგრამ ჯერჯერობით პარტენოპეის ფეხბურთელის გასაფორმებლად კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ.