იუვენტუსმა ტამი აბრაჰამის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა
იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის მოლაპარაკებები არაერთი ფეხბურთელის თაობაზე მიმდინარეობს და La Stampa-ს ინფორმაციით, სიას ტამი აბრაჰამიც შეუერთდა.
იუვენტუსი ახალი ფორვარდის ძებნას აგრძელებს და ალექსანდერ სორლოთის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, ტურინული გრანდი ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი რომას ყოფილი ფეხბურთელი ტამი აბრაჰამია. ასტონ ვილა 28 წლის ინგლისელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს. მან გასული სეზონი 16 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაასრულა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
