იუვე ჯოუნსის ტრანსფერში ინტერს კონკურენციას გაუწევს
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ლივერპულის ნახევარმცველის კურტის ჯოუნსის ტრანსფერით ინტერესდება.
25 წლის ინგლისელის ტრანსფერზე გასულ კვირებში აქტიურად ინტერი მუშაობდა და გამოცემა SportsBoom-ის ცნობით, ნერაძურის კონკურენციას იუვენტუსი გაუწევს.
წყაროს ინფორმაციით, სქაუზერები ინგლისელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
