TuttoJuve

Juve per sempre sarà

ასტონ ვილას წარმომადგენლები ტურინში არიან…

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ასტონ ვილას წარმომადგენლები ტურინში არიან და როგორც იუვენტუსის, ასევე ტორინოს ხელმძღვანელობას შეხვდებიან.

ინგლისელები ტორინოსთან ზიონ სუზუკის ტრანსფერზე გამართავენ მოლაპარაკებებს, რომელიც დიბუ მარტინესის პრიორიტეტული შემცვლელია, ხოლო იუვენტუსთან მოლაპარაკებების მთავარი თემა არგენტინელი კარის დარაჯი იქნება.

იუვენტუსი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ასტონ ვილა მარტინესის 5-6 მილიონ ევროდ გაშვებას დათანხმდება, რადგან ფეხბურთელს გუნდის დატოვება და ტურინში გადაბარგება სურს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).