კარნევალი:“ კოლო მუანი ? ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ“
FIGC-ს პრეზიდენტის არჩევნებამდე გამართული ასამბლეის წინ ჯოვანი კარნევალიმ რანდალ კოლო მუანის მიმართ არსებული ინტერესი დაადასტურა.
„კოლო მუანის ტრანსფერი ? ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ.“
ფრანგი ფეხბურთელი როგორც ლუჩიანო სპალეტის, ასევე გუნდის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ტურინული გრანდი მისი იჯარით გაფორმებას ცდილობს, შემდგომში 32-33 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
