რაშფორდი იუვენტუსის ერთ-ერთი პოტენციური სამიზნეა
იუვენტუსი მარკუს რაშფორდის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და არ არის გამორიცხული, მომდევნო კვირებში ინგლისელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს.
რაშფორდმა გასული სეზონი იჯარის წესით ბარსელონაში გაატარა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, მან ბლაუგრანას რიგებში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა ბარსელონამ მის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვაზე უარი თქვა.
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსს რაშფორდის გაფორმება 30-35 მილიონად შეეძლება, თუმცა მთავარი პრობლემა მისი მაღალი ხელფასი – 10 მილიონი ევროა.
იუვენტუსს კონკურენციას არაერთი გუნდი, მათ შორის ატლეტიკო გაუწევს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
