TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჰეისენმა ბორნმუთში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დინ ჰეისენმა ბორნმუთის წინადადება მიიღო და იუვენტუსის დატოვებასთან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ესპანელი ტალანტის სანაცვლოდ დაახლოებით 18 მილიონ ევროს, ბონუსებსა და მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში გარკვეულ პროცენტს მიიღებს.

იუვენტუსს ჰეისენის გაშვება მაქსიმალურად მოკლე დროში სურს, რაც გუნდს ტოდიბოს ტრანსფერის დახურვაში დაეხმარება.