TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოდიბოს იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად დახურულია

SportMediaset-ის ცნობით, ჟან-კლერ ტორიბოს ტრანსფერი იუვენტუსში დახურულია.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგ მცველს უამრავი მსურველი ჰყავდა, მათ შორის ინგლისში, სადაც მას იუვენტუსზე უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ და უფრო მეტ ფულსაც იხდიდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ფეხბურთელის სურვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ჯერჯერობით ტრანსფერის ფორმულა დადასტურებული არ არის, თუმცა 24 წლის ფეხბურთელი იუვენტუსს დიდი ალბათობით 1-წლიანი ფასიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. საერთო ჯამში იუვენტუსს ტოდიბოს გაორმება 35 მილიონი დაუჯდება.

31 views
error: დაცული კონტენტი !