დევიდს იუვენტუსში დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა სურს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯონათან დევიდს მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის დატოვება არ უნდა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, არც თუ ისე პოზიტიური პირველი სეზონის მიუხედავად კანადელს იუვენტუსში დარჩენა და ლუჩიანო სპალეტის გუნდში თავის დამკვიდრება სურს.
წყაროს ინფორმაციით, თუ იუვენტუსი მის სანაცვლოდ შესაბამის წინადადებას მიიღებს, დევიდი გუნდს დატოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სპალეტი კანადელისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემის წინააღმდეგი არ არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
