იუვენტუსი და UEFA შეთანხმებასთან ახლოს არიან
იუვენტუსი და UEFA ფინანსური Fair Play-ს თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ და საერთო ენის გამონახვასთან ახლოს არიან.
SportMediaset-ის ცნობით, მცირე ფინანსური ირეგულაციის გამო ტურინულ გრანდს 10 მილიონ ევროზე ნაკლები ჯარიმის გადახდა მოუწევს, ამის გარდა გუნდის შემადგენლობა UEFA-ს ტურნირებზე მომდევნო სეზონში 25-დან 23 ფეხბურთელამდე შემცირდება.
იუვენტუსს ტრანსფერებთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ ექნება, თუმცა გუნდს მომდევნო წლებში ფინანსების გაუმჯობესება მოუწევს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
