მირეტი ბოლონიას უახლოვდება
ბოლონიასა და იუვენტუსს შორის ფაბიო მირეტის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იტალიელის მიმართ დიდი ინტერესის ფონზე, ბოლონია ამ მომენტისთვის ფავორიტად მოიაზრება.
იუვენტუსი ბოლონიას არაერთი ფეხბურთელით ინტერესდება და არ არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა ის ლუკუმის ან კასტროს ტრანსფერში გამოიყენოს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
