მარტინესი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, გილერმო ვიკარიო ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, ტურინული გრანდის უპირველეს ამოცანად დიბუ მარტინესის გაფორმება რჩება.
წყაროს ცნობით, არგენტინელსა და იუვენტუსს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე დიდი ხანია არსებობს და ტურინელები საერთო ენის გამონახვას ასტონ ვილასთან ცდილობენ.
ინგლისელები არგენიტნელის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვენ, იუვენტუსს კი თავის მხრივ 10 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
