TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსში დასარჩენად ინიციატივის გამოჩენა ვლაჰოვიჩს მოუწევს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის დუშან ვლაჰოვიჩის თაობაზე არანაირი სიახლე არ არის.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი სერბის შენარჩუნებას მხოლოდ გუნდის პირობებით გეგმავს და თუ დუშანი დათმობაზე წასვლას არ აპირებს, მისი ისტორია ტურინულ გრანდში დასრულებულია.

ვლაჰოვიჩის აგენტმა კლიენტის სამსახური არაერთ ევროპულ გრანდს შესთავაზა, მაგრამ სერბისთვის სასურველი ხელფასის გადახდას არც ერთი მათგანი არ აპირებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).