იუვე ვიკარიოზე გადართვას გეგმავს…
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ასტონ ვილას შორის მოლაპარაკებები დიბუ მარტინესის თაობაზე ჩიხში შევიდა.
წყაროს ცნობით, გუნდებს შორის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, რის გამოც იუვენტუსი ტოტენჰემიდან გილერმო ვიკარიოს კანდიდატურაზე გადართვას გეგმავს.
ტურინულ გრანდს ვიკარიოს გაფორმება დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება, თუმცა იტალიელი გაცილებით ნაკლებ ხელფასს ითხოვს, ამ ყველაფერს კი ფეხბურთელებს შორის ასაკში არსებული სხვაობაც ემატება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
