TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსმა რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა.

წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება.

ჯოვანი კარნევალის სურს გაიგოს, თუ რა თანხებთან იქნება დაკავშირებული ფრანგის ტრანსფერი. პარიზელები მის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვენ, იუვენტუსს კი კოლოში 30 მილიონზე მეტის დახარჯვა არ სურს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).