დიბუ მარტინესი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება
იუვენტუსი დიბუ მარტინესის მიმართ ინტერესს არ კარგავს და არგენტინელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის პრიორიტეტად რჩება.
მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და არგენტინელს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს და ახლა ტურინელებს საერთო ენის გამონახვა ასტონ ვილასთან მოუწევს.
ინგლისელები არგენიტნელის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვენ, თუმცა ფეხბურთელის იუვენტუსში გადასვლის სურვილის ფონზე, ტურინულ გრანდს ამ თანხის 10 მილიონამდე შემცირების იმედი აქვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
