იუვენტუსს შესაძლოა კოპმეინერსის შენარჩუნება მოუწიოს
იუვენტუსი ტეუნ კოპმეიენრსის გაყიდვას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ნიდერლანდელის მიმართ ინტერესს არც თუ ისე ბევრი გუნდი იჩენს.
ტეუნის გაფორმების სურვილი თურქულმა გუნდებმა გამოთქვეს, მაგრამ ნიდერლანდელი თურქეთში გადასვლაზე უარს ამბობს და ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაში სურს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ფინანსური ზარალის თავიდან ასარიდებლად ტეუნის 30 მილიონად გაყიდვა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სავარაუდოდ გუნდში დარჩება და სპალეტი მის ფორმაში დაბრუნებას ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
