TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ჰეისენი-სულეს დუეტის გაყიდვასა და კოპმეინერსის გაფორმებას გეგმავს

დუგლას ლუისის იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, თუმცა ბრაზილიელის გუნდში მისვლა ტეუნ კოპმეინერსზე უარის თქმას არ ნიშნავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი 26 წლის ფეხბურთელს კვლავ გუნდის ერთ-ერთ პრიორიტეტად მოიაზრებს და მის გაფორმებაზე ბოლო წამამდე იბრძოლებს.

ლა დეა, რომელსაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა არ სურს, დათმობაზე წასვლას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი მატიას სულესა და დინ ჰეისენის გაყიდვის შემთხვევაში შეძლებს.