TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჩელსისა და იუვენტუსს შორის კამბიაზოს თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ჩელსიმ იუვენტუსთან ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ლონდონურ გუნდს იტალიელი ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ სურს, იუვენტუსი კი თავის მხრივ მის სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს.

მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს, კამბიაზოს ჩელსის გარდა მსურველები მრავლად ჰყავს, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იუვენტუსი დათმობაზე წასვლას დათანხმდეს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).