ვლაჰოვიჩი არა მხოლოდ მაღალ ხელფასს, არამედ კაპიტანის სამკლაურსაც ითხოვს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის უთანხმოების მიზეზი მხოლოდ ფინანსური არ არის.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი მიიჩნევს, რომ ის გუნდის ლიდერია და ერთ-ერთ კაპიტნად უნდა მოიაზრებოდეს.
იუვენტუსი თავის მხრივ ვლაჰოვიჩისთვის შეთავაზების გაუმჯობესებას არ აპირებს და თუ დუშანს ტურინში დარჩენა უნდა, მას ბიანკონერის შეთავაზების მიღება მოუწევს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
