დევიდი სპალეტის გეგმებში არ შედის
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯონათან დევიდის გაყიდვას გეგმავს.
წყაროს ცნობით, კანადელი ფორვარდი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და ჯოვანი კარნევალი მისთვის ახალი გუნდის ძებნას უკვე შეუდგა.
დევიდს მსურველები მრავლად ჰყავს, თუმცა პრობლემა მისი მაღალი ხელფასი – 6 მილიონი ევროა, რაც მის ტრანსფერს საგრძნობლად ართულებს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
