იუვენტუსი ელმასის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ლაიფციგის ფეხბურთელის ელიფ ელმასის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი ბრაჰიმ დიასის გაფორმების იმედს არ კარგვს, მაგრამ ამ მომენტისთვის მაროკოელის ტურინში ხილვა რთული წარმოსადგენია, ამიტომ იუვენტუსს ალტერნატიული ვარიანტების ძებნა დაწყებული აქვს.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ელმასია, რომელსაც სპალეტი ნაპოლიში მუშაობის დროიდან იცნობს და მისი იუვენტუსში ხილვის წინააღმდეგი არ არის.
26 წლის ფეხბურთელი ნაპოლიში იჯარის წესით თამაშობს, თუმცა პარტენოპეი მის შენარჩუნებას არ აპირებს და ის ლაიფციგში დაბრუნდება. გერმანელებს მაკედონელის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონი ევროს მიღება სურთ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
