TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი შესაძლოა ვიკარიოზე გადაერთოს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსმა შესაძლოა ტოტენჰემის კარის დარაჯის ვიკარიოს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს.

წყაროს ცნობით, ასტონ ვილა ჯერჯერობით დიბუ მარტინესის ფასის შემცირებაზე უარს ამბობს და მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც მისი მაღალი ხელფასის ფონზე 33 წლის კარის დარაჯში იუვენტუსს არ სურს.

დი მარციოს ცნობით, თუ მარტინესის გაფორმება ვერ მოხერხდა, ტურინული გრანდი ვიკარიოს გაფორმებას გეგმავს, რომლის ტრანსფერი და ხელფასი გუნდს გაცილებით ნაკლები დაუჯდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).