TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე რაშფორდის სიტუაციას აკვირდება

იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის მარკუს რაშფორდის ტრანსფერით ინტერესდება.

ბარსელონაში გატარებული პოზიტიური სეზონის მიუხედავად, ბლაუგრანამ მის გამოსყიდვაზე უარი თქვა და ინგლისელი შემტევი მანჩესტერ იუნაიტედის რიგებს უბრუნდება.

ის წითელი ეშმაკების გეგმებში აღარ შედის და მანჩესტერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რაშფორდის საბოლოოდ გაყიდვას გეგმავს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იუვენტუსი, ნაპოლი და მილანი იჩენენ. მანჩესტერს რაშფორდის სანაცვლოდ, რომელმაც გასული სეზონი 14 გოლითა და 14 საგოლე გადაცემით დაასრულა, 30-35 მილიონი ევროს მიღებ სურს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).