იუვე და ასტონ ვილა ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან
იუვენტუსი ახალი კარის დარაჯის ძიებას აგრძელებს და დიბუ მარტინესი ტურინული გრანდის პრიორიტეტად რჩება.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ასტონ ვილა არგენტინელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს, იუვენტუსს კი 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ სურს.
წყაროს ცნობით, თუ ასტონ ვილასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, ტურიული გრანდი ატლეტიკოს კარის დარაჯის იან ობლაკის გაფორმებას ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
