TuttoJuve

Juve per sempre sarà

დი გრეგორიოს თურქეთში გადასვლა არ უნდა

მიკელე დი გრეგორიო ამ მომენტისთვის ბეშიქთაშთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.

თურქული გუნდი იტალიელი კარის დარაჯის მიმართ ინტერესს იჩენს და იუვენტუსი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა თავად მიკელეს პრიორიტეტი სერია ა-ში დარჩენაა და ჯერჯერობით ბეშიქთაშის წინადადებას არ განიხილავს.

დი გრეგორიოს ტრანსფერით ატალანტაც ინტერესდება, თუმცა ლა დეა მიკელეს გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეცდება, თუ გუნდს მარკო კარნეზეკი დატოვებს.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).