ბალძარინი:“ ვლაჰოვიჩის მთავარი პრობლემა არა ხელფასი, არამედ კომოლი იყო“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ დუშან ვლაჰოვიჩის სიტუაციაზე ისაუბრა.
„ვლაჰოვიჩის სიტუაცია მომდევნო კვირებში შესაძლოა შეიცვალოს. მართალია მხარეებს შორის ფინანსურ ასპექტებზე სხვაობა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ დუშანის მთავარი პრობლემა არა ხელფასი, არამედ დამიენ კომოლისთან ცუდი ურთიერთობა იყო, რაც მოლაპარაკებებს უშედეგოს ხდიდა.
„კარნევალის იუვენტუსში მისვლის ფონზე, ვლაჰოვიჩის გუნდში დარჩენის შანსი იზრდება. დუშანი ჯერ კიდევ ტურინშია, ის იუვენტუსის ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ეს ერთგვარი მესიჯია, რომ ვლაჰოვიჩი დიალოგისთვის მზად არის.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
