დიასმა რეალში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაჰიმ დიასმა რეალს აცნობა, რომ მას გუნდში დარჩენა სურს.
წყაროს ცნობით, მაროკოელის მიმართ ინტერესს იუვენტუსი იჩენდა, სადაც ფეხბურთელის ხილვა პირადად სპალეტის სურს, მაგრამ ამ მომენტისთვის დიასი გუნდის დატოვებას არ განიხილავს.
რომანოს თქმით, დიასი გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რეალი მას აცნობებს, რომ მაროკოელი ბლანკოსის გეგმებში აღარ შედის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
