იუვენტუსს დე ბრუინი შესთავაზეს
იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსს ნაპოლის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი შესთავაზეს.
ბელგიელ ფეხბურთელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის დატოვება უნდა და მის აგენტს ახალი გუნდის ძებნა უკვე დაწყებული აქვს.
Tuttomercato-ს ცნობით, კევინის წარმომადგენელი იუვენტუსს მომდევნო კვირაში შეხვდება და მხარეები პოტენციურ ტრანსფერს განიხილავენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
